ვფიქრობ დამწერლობა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც გაგვაჩნია და დღემდე მოღწეული ცნობების უდიდესი ნაწილი, რომლებმაც ისტორია შემოგვინახეს, სწორედ მისი დამსახურებაა.
ამიტომ იქ სადაც ინფორმაციას ვახსენებთ, ძალაუნებურად წამოტივტივდება ეს არაჩვეულებრივი საშუალება მის გასავრცელებლად.
დამწერლობა არის გრაფიკულ ნიშანთა, ან გამოხატულებათა მეშვეობით სამეტყველო ინფორმაციის ფიქსაციის საშუალება.
მსოფლიოში სულ 14 დამწერლობა არსებობს, ესენია:
1. ჩინური
2. ბერძნული
3. ლათინური
4. ებრაული
5. ქართული
6. სირიული
7. არაბული
8. სომხური
9. ეთიოპიური
10. იაპონური
11. ლავურ-კირილური
12. ინდური
13. მონღოლური
14. კორეული
ქვემოთ წარმოდგენილია 14 დამწერლობა, რომელთაც დღესაც გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში
ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა.
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“(V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება“-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.
ჩინური დამწერლობა (ტრად. 漢字, გამარტ. 汉字, პინ-ინზე Hànzì) ლოგოგრამული დამწერლობა, რომელიც გამოიყენება ჩინურ და იაპონურ ენებში, ხანდახან კორეულშიც და ადრე ვიეტნამურ ენაშიც. ჩინური დამწერლობა წარმოიქმნა 3200 წლის წინ და სავარაუდოდ დღეს არსებული დამწერლობებიდან უძველესია. მიუხედავად ამისა ამ 3200 წლის მანძილზე ჩინურმა დამწერლობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მისი უძველესი ნიმუშების წაკითხვა მხოლოდ ლინვგისტი არქეოლოგებისთვისაა შესაძლებელი.
მონღოლური დამწერლობა
მე-13 საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა (წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ). მე-14 ს-ში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და ”გალიკი” უწოდეს. მე-17 საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე.წ. ”ნათელი დამწერლობა” იორათული სალიტერატურო ენისათვის.
ქვემოთ წარმოდგენილია 14 დამწერლობა, რომელთაც დღესაც გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში
ქართული დამწერლობა

ჩინური დამწერლობა
ჩინური დამწერლობა (ტრად. 漢字, გამარტ. 汉字, პინ-ინზე Hànzì) ლოგოგრამული დამწერლობა, რომელიც გამოიყენება ჩინურ და იაპონურ ენებში, ხანდახან კორეულშიც და ადრე ვიეტნამურ ენაშიც. ჩინური დამწერლობა წარმოიქმნა 3200 წლის წინ და სავარაუდოდ დღეს არსებული დამწერლობებიდან უძველესია. მიუხედავად ამისა ამ 3200 წლის მანძილზე ჩინურმა დამწერლობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მისი უძველესი ნიმუშების წაკითხვა მხოლოდ ლინვგისტი არქეოლოგებისთვისაა შესაძლებელი.
ჩინეთში აღმოჩენილი დამწერლობის უძველესი ნიმუშები კუს ჯავშანზე დაახლოვებით ძვ. წ. VIII ათასწლეულს, ეს ნაწერები არის დამწერლობის უძველესი ნიმუშები, თუმცა მათი გაშიფვრა ჯერ ვერ მოხერხდა და უცნობია მათი კავშირი ჩინურ დამწერლობასთან.
ჩინურ დამწერლობაში სიმბოლოთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და თითოეულ სიმბოლოს აქვს არა მხოლოდ ფონეტიკური არამედ აზრობრივი მნიშვნელობაც.
ჩინურ სიმბოლოთა 4% არის პიქტოგრამებიდან წარმოებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე იეროგლიფებსა და პიქტოგრამებს შორის კავშირის შემჩნევა არც ისე ადვილია. დანარჩენები ლოგიკურად არის შედგენილი რამდენიმე მარტივი იეროგლიფისგან.
დიდ ლექსიკონებში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. საშუალოდ ჩინელმა ან ჩინურის მცოდნემ 3000-4000 იეროგლიფი იცის.
ტრადიციულად თითო იეროგლიფი აღნიშნავს თითო მარცვალს, ხოლო ბევრი ჩინური სიტყვა შედგენა ერთზე მეტი მარცვლისგან, რომელთა დასაწერად გამოიყენება ერთზე მეტი იეროგლიფი. ჩინური ენის სხვადასხვა დიალექტებში იეროგლიფის წარმოთმა განსხვავდება, მაგრამ მნიშვნელობა და დაწერის სახე ერთიანია ყველასთვის. ამის გარდა ბევრი სიმბოლო გადასულია იაპონურ და კორეულ ენებში, სადაც უკვე სულ სხვა მნიშვნელობა და გამოთმა აქვს შეძენილი.
კონტინენტურ ჩინეთში გამოიყენება 1956 წლიდან გამარტივებული დამწერლობა, ხოლო ტაივანზე და ჰონგკონგში ტრადიციული ჩინური დამწერლობა. გამარტივებული ჩინური ასევე გადაირეს სინგაპურშიც.
ბერძნული დამწერლობა
ბერძნული დამწერლობა არის ბერძნული ენის ანბანი. პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში. იგი წარმოიშვა ძველი ფინიკიური დამწერლობისაგან. ფინიკიურიდან. ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შეიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველებმა შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასოა, მათგან შვიდი ხმოვანია. ისევე როგორც ლათინურსა და კირილიცაში, ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.
ასოთა სახელწოდებები, ისევე როგორც მოხაზულობები, ბერძნებმა ფინიკიურისგან გადმოიღეს. მაგალითად ფინიკიურში პირველი ორი ასოს სახელწოდებაა „ალეფ“ და „ბეთ“, ბერძნულშიც იგივე ასოებს ჰქვიათ „ალფა“ და „ბეტა“.
ზოგიერთი ხმოვნის სახელი დამკვიდრდა ბიზანტიურ ხანაში. მაგალითად „ომიკრონ“ (ο) და „ომეგა“ (ω). ამ ასოთა სახელი მომდინარეობს სითყვებიდან მიკრონ (პატარა) და მეგა (დიდი), ხოლო თუ ამ ასოებს მივუწერთ „ო“-ს მივიღებთ: ო-პატარა (ო-მიკრონ) და ო-დიდი (ო-მეგა). ასევე „იფსილონ“ და „ეფსილონ“, ნიშნავს ი-მოკლე და ი-გრძელი.
ლათინური დამწერლობა
ლათინური დამწერლობა (რომაული ანბანი, ლათინურ ენაზე „abecedarium“ [აბეცედარიუმი]) არის თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობა. მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უგორული,სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.
ლათინური დამწერლობა 26 ასო-ნიშნისაგან შედგება. ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადასხვაგვარად წარმოითქმება. მათ ასევე სხვადასხვა სახელი გააჩნიათ. ზოგ ბგერათა გადმოსაცემად სხვადასხვა ვარიანტი არსებობს სხვადასხვა ენაში.

ლათინური დამწერლობა მომდინარეობს ეტრუსკული ანბანიდან, რომელიც ეტრუსკებმა ბერძნულის მიხედვით შექმნეს. ლათინურ ანბანში თავდაპირველად 21 ასო იყო:
ნიშანი C გამოიყენებოდა გ-სა და კ-ს ჩასაწერად. ასო G მხოლოდ ქრ.შ.მდე 234 წელს დაამატეს. ძვ.წ I საუკუნეში დაამატეს ასო Y, y [ი ფსილონი, ანუ მოკლე ი] ბერძნულიდან შემოსული სიტყვებისთვის იქნა შემოტანილი და ზოგიერთ ენაში მას არა მოკლე ი-ს, არამედ ბერძნულ ი-ს, ანუ ი გრეკ-ს უწოდებენ. ასე მიიღეს 23 ასო-ნიშანი.
ებრაული დამწერლობა
ებრაული ანბანი (ებრაულად: אָלֶף־בֵּית עִבְרִי ალეფ-ბეთ ივრი) არის ძველი და თანამედროვე ებრაული, მათ შორის ბიბლიისა და თალმუდის არამეულის სადამწერლობო სისტემა.
ებრაული დამწერლობა განვითარდა ფინიკიურისა და ქანაანური კონსონანტური დამწერლობებისაგან. ასოთა მოხაზულობა წინამორბედ დამწერლობებში ერთ საგანს აღნიშნავდა, ებრაულში კი ამ ნიშნებმა ბგერების მნიშვნელობები შეიძინეს (მაგალითად ב-ს 90o-ით შემობრუნებით მიიღება ფინიკიურ ნიშანს, რომელიც აღნიშნავდა სახლს - ებრაულად - בית (ბაჲთ) ”სახლი”). უძველესი ხელნაწერები მოიპოვება ძვ.წ. XII საუკუნეში.
სირიული დამწერლობა
სირიული დამწელობა — შედგება 22 ასოსგან, რომელიც არის წარმოშობილი არამეული დამწერლობიდან. დამწერლობა არის კონსონანტური, იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.
დამწერლობის ის ტიპი რომელზეც წერდნენ V საუკუნემდე კლასიკურ სირიულ დამწერლობად არის მოხსენიებულ იმ, ანესტრანგელო. ამის მერე, როგორც კი დაიყო აღმოსავლეთის ასურული ეკლესია ორ ნაწილად (ნესტერიანელებსა და სირო-იაკობიტებზე), დაიყო დამწერლობაც. თითოეულმა ახალმა ეკლესიამ გამოიმუშავა თავისი შრიფტი სირიული დამწერლობის საბუძველზე.
არაბული დამწერლობა
დღეისათვის არაბული დამწერლობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. მას ძირითადად იყენებენ არაბულ ქვეყნებში, აგეთვე ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში. ისტორიულად არაბული ანბანის არსებობა მტკიცდება ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, ან ბოსნია. ამ უკანასკნელში არაბული ანბანის ბოსნიურ, დიაკრიტიკულად გავრცობილ ნაირსახეობას "არებიცას" უწოდებენ.
ანბანი
არაბული ანბანი (არაბ. الأبجدية العربي [ალ–აბჯადიიჲა ალ-არაბიიჲა] ), არაბული ენის ანბანი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ანბანად ითვლება მსოფლიოში. არაბული ანბანი შედგება 28 ასოსგან და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. ასოების დიდ ნაწილს ოთხი სხვადასხვა სახე აქვს იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში. არაბულ ანბანში არ არის ხმოვნები. მათ აღსანიშნავად გამოყენებულია დიაკრიტიკულ ნიშნები. წერის დროს ასოები ერთმანეთზეა გადაბმული, გამონაკლისია 6 ასო რომელიც მარცხნიდან არ გადაებმებიან ეს ასოებია: ( ا )-ალიჶ,( د )- დალ,( ذ )- ზალ,( ر )- რა, ( ز )-ზაინ, ( و )-ვავ. გადაბმული წერა აუცილებელი მოთხოვნა არაბულისთვის. ქართულში გადაბმულად წერას ვიყენებთ მხოლოდ ხელნაწერში და სავარაუდოა, რომ არაბულის გავლენა უნდა იყოს.
სომხური დამწერლობა
სომხური დამწერლობა ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელსაც სომხური ენა იყენებს. გადმოცემის თანახმად იგი 405 წელს შექმნა სომეხმა საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. მას შემდეგ სომხური ანბანი გამოიყენება ორი თანამედროვე, სალიტერატურო და სასაუბრო, დიალექტების დასაწერად — აღმოსავლეთ სომხურისა და დასავლეთ სომხურისთვის — რომლებიც ერთ პერიოდში განვითარდა. შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. თავდაპირველად სომხურ ანბანში 36 ასო იყო, მოგვიანებით (XII საუკუნე) კი მას სამი ასო დაემატა. თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა, ამათგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი თანხმოვანი.
განვითარების ხანგრძლივი გზის მიუხედავად სომხურ ანბანს უძველესი დროიდან დღემდე არსებითად სახე არ შეუცვლია. მისი ძირითადი სახეობებია ერკათაგირი (ასომთავრული) დაბოლორგირი (ნუსხური). ცნობილია აგრეთვე მათ შორის გარდამავალი ტიპები. გვიანდელ შუა საუკუნეებში გავრცელდა ბოლორგირის ნაირსახეობანი: ნოტრგირი (მდივან-მწიგნობრული) და შღაგირი (გაკრული). საუკუნეების მანძილზე სომხურმა დამწერლობამ შექმნა დაქარაგმების, ლიგატურების, კრიპტოგრამებისა და სიმბოლოების უმდიდრესი სისტემა. სომხური დამწერლობის გენეზისისა და დათარიღების პრობლემა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი.
ეთიოპიური დამწერლობა
ეთიოპიური დამწერლობა (ግዕዝ Gəʿəz) — მარცვლოვანი დამწერლობა (აბუგიდა), რომელიც სამხრეთარაბული დამწერლობისაგან განვითარდა. ის, სხვა სემიტური დამწერლობებისაგან განსხვავებით მარცხნიდან მარჯვნივ იწერება. ამჰარულ დატიგრინიულ ენებზე, რომლებიც ეთიოპიური ანბანით ჩაიწერება, დამწერლობის სახელწოდებაა ფიდელ (ፊደል).
თავდაპირველი კონსონანტური დამწერლობა დროთა განმავლობაში მარცვოვანამდე შეივსო, რომელშიც თანხმოვნის მომდევნო ხმოვანს მთავარ ნიშანზე გადაბმული დიაკრიტიკული ნიშანი გამოხატავს. დიაკრიტიკული ნიშანი თანხმოვნის გამომხატველ ნიშანს შეიძლება ებმოდეს ზემოდან, ქვემოდან, მარცხნიდან ან მარჯვნიდან, იმის მიხედვით, თუ რომელ ხმოვანს გამოხატავს იგი. მეცნიერები ეთიოპიურ დამწერლობას, ისევე როგორც ინდურს, აბუგიდას კატეგორიაში აერთიანებენ. თუმცა, ინდური შრიფტები გაცილებით ძველია, ვიდე ეთიოპიური სილაბური დამწერლობა.
ეთიოპიური დამწერლობა მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში იქნა სისტემატიზირებული. ძველი ეთიოპიური ენისათვის, გეეზისათვის შექმნილ დამწერლობას, თანამედროვე ენების, ამჰარულის, ტიგრინიისა და სხვათა შესაწყობად გარკვეული მოდიფიკაცია ჩაუტარდა. ზოგიერთი ძველი ნიშანი ხმარებიდან იქნა ამოღებული და მათ დღეს მხოლოდ ეტიმოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ.
ამჰარული ენისა და ტიგრინიას გარდა ეთიოპიურ დამწერლობას იყენებს ასევე ჰარარი ენა და რამდენიმე გურაგე ენა ეთიოპიაში, ხოლო ორომო ენა 1991 წლიდან ეთიოპიურის ნაცვლად ლათინური ანბანით ჩაიწერება.
იაპონური დამწერლობა
იაპონური დამწერლობა არის ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა და იაპონური (კუთხოვანი (კატაკანა) და მრგვლოვანი (ჰირაგანა) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ ასევე იაპონიაში. დროთა განმავლობაში იაპონელებმა უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 იდეოგრამით (კანჯი) განავრცეს. იმის გამო, რომ იაპონური ენა აგლუტინირებადი ენა არის და მისი ბგერების ჩინური სიტყვა–ნიშნების მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ კანჯის ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს“ და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით (კანა). იაპონური მარცვლებისთვის ნიშანთა ჯგუფების ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს ჰირაგანა. ამავდროულად IX საუკუნეში კანას მეორე ფორმა გაჩნდა და მას კატაკანა ეწოდა.
დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში. შერეული სტილით წერისას ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიხატება, მორფოლოგიურ–სინტაქსურ ელემენტებს (სუფიქსები, ბოლოსართები და ა.შ.) კი ჰირაგანათი წერენ. კატაკანას გამოყენება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (მაგ.; კატაკანათი წერენ უცხო ან ნასესხებ სიტყვებს). იაპონლები ტრადიციულად წერენ ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით, მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად — მარცხნიდან მარჯვნივ.
კირილიცა
კირილიცა (ასევე ტრადიციული სახელი პირველი ორი ასო-ნიშნის „აზ“-ისა და „ბუკ“-ის მიხედვით - აზბუკა (aзбука)) - დამწერლობა ბევრი სლავური ენისთვის ევროპასა და აზიაში. მისი სახელი დაკავშირებულია წმინდა ბერებთან,კირილე და მეთოდე თესალონიკელებთან, რომლებმაც შექმნეს არა კირილიცა, არამედ მისი წინამორბედი - გლაგოლიცა.
კირილიცაზე წერენ ყოფილი იუგოსლავიისზოგიერთ ქვეყანაში (სერბია, ბოსნია) და იქ, მას "ჩირილიცას" უწოდებენ.
ინდური დამწერლობა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დამწერლობათა დიდი ჯგუფი,რომელთა ც აერთიანებს წარმომავლობა და ანბანთა აგების პრინციბები.ინდოეთის,ბანგლადეშის, პაკისტანის, ნეპალის გარდა.ინდური დამწერლობის ნაირსახეობებმა ბუდიზმთან ერთად შეაღწია ტიბეტსა და ცენტრალურ აზიაში. საკუთრივ ინდოეთში დამწერლობის უძველესი ტიპია ძვ.წ 3-2 ათას. წ.მოხენჯო-დაროს,ჰარაპისა და სხვა იეროგლიფური ნიშნები საბეჭდავებზე. რაც დღემდე გაუშიფრავია.უძველესი ამოკითხული წერილობითი ძეგლები(ძვ.წ. მესამე ს.) დაწერილია სილაბურით, ბრაჰმით. ბრაჰმიდან მომდინარეობს ინდური დამწერლობის შემდეგდროინდელი განშტოებები. ბრაჰმის პარალელურად ძ.წ.V.– იდან ახ.წ 5 – მდე გავრცელებული ყოფილა ქაროშთი, რომელიც თანდათან განდევნა ბრაჰმამ. მოგვიანებით ჩამოყალიბდა ინდური დამწერლობის 3 ძირითადი შტო;გუპტა,ტიბეტური,ნაგარი.
მონღოლური დამწერლობა
მე-13 საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა (წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ). მე-14 ს-ში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და ”გალიკი” უწოდეს. მე-17 საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე.წ. ”ნათელი დამწერლობა” იორათული სალიტერატურო ენისათვის.
კორეული დამწერლობა
კორეული დამწერლობა - ჰანგული კორ. 한글 ან ჩოსონგული კორ. 조선글 არის კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაში შეცვალა არაანბანური ჩინეთიდან შემოსული ჰანჯა.
ჰანგული არის ფონეტიკური ანბანური დამწერლობა, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი შედგება 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან. ჰანგული ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავებულ იქნა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად.
ანბანი
ჯამო ან ნასორი არის ჰანგულის შემადგენელი ნაწილები. ჯა ნიშნავს ასოს, ხოლო მო დედას. მთლიანად კი სიტყვა ნიშნავს ბლოკებს, რომლისგანაც შედგება სიტყვა.
სულ არსებობს 51 ჯამო, აქედან 24 შეესაბამება ანბანის ასოებს, ხოლო დანარჩენი 27 ჯამო არის ორი ან სამი ასოს კომბინაცია (დიგრაფები და ტრიგრაფები). 24 მარტივი ჯამოდან 14 თანხმოვანია (კორ. ჯა-უმ 자음, 子音) და 10 ხმოვანი (მო-უმ 모음, 母音). 16 დიგრაფიდან 5 ძლიერი თანხმოვანი წარმოიქმნება გაორმაგებული უბრალო თანხმოვნებისგან, დანარჩენი 11 კი სხვადასხვა ასოებისგან წარმოიქმნება. ჯამოს 10 ხმოვანი ჯგუფდება 11 დიფტონგად.
ბგერითი დამწერლობის განვითარება დაიწყო კონსონანტური სისტემების წარმოქმნით. თანხმოვანთა აღმნიშვნელი ერთეულები პირველად გაჩნდა ეგვიპტურ დამწერლობაში. დამწერლობის პირველი თანმიმდევრული თანხმოვნური სისტემა შექმნეს ფინიკიელებმა, უგარითელებმა და სხვა დასავლურ სემიტურმა ხალხებმა ჩვ. ერამდე II ათასწლეულში. ფინიკიური ანბანი საფუძვლად დაედო თითქმის ყველა ბგერით დამწერლობას. იგი შეიცავდა თანხმოვანთა აღმნიშვნელ 22 გრაფემას, რომლებიც გარკვეული რიგის მიხედვით იყვნენ დალაგებული. წერის მიმართულება იყო მარჯვნიდან მარცხნივ.ბგერითი (ფონეტიკური), ანუ ანბანური დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავენ ფონემებს ან ალოფონებს; ეს უკანასკნელი ტიპი, თავის მხრივ, იყოფა ორ ჯგუფად: ა) კონსონანტური ტიპის დამწერლობის გრაფემები მხოლოდ თანხმოვან ფონემებს გამოხატავენ; ბ) კონსონანტურ-ვოკალისებული ტიპის დამწერლობის გრაფემები გამოხატავენ როგორც თანხმოვან, ისე ხმოვან ფონემებს.
დამწერლობის ტიპები ზოგადად
დამწერლობას ყოფენ შემდეგ ტიპებად იმისდა მიხედვით, თუ მეტყველების რომელი ელემენტი გადმოიცემა ნიშნებით:
- ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა
- ლოგოგრაფიული დამწერლობა
- იდეოგრაფიული დამწერლობა
- მორფემოგრაფიული დამწერლობა
- მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა
- ბგერითი დამწერლობა
ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა
ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომელიც მთლიანად, გრაფიკულად სიტყვებად გადმოსცემს თითქმის დაუნაწევრებელ ამბავს. ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა მოიცავს ორ სახეს: ა) ხატოვანს, პიკტოგრაფიას (ლათ. სიტყვიდან pictus "ხატოვანი" და ბერძ. სიტყვიდან graphia "წერა"); ბ) უძველეს პირობით ნიშნებს - ესენია საკუთრების აღმნიშვნელი სიმბოლოები, ტაბუ, თავდაპირველი ორნამეტის სიმბოლური ელემენტები და სხვ, რომლებიც აგრეთვე მთლიან, დაუნაწევრებელ ინფორმაციას გადმოსცემენ;
თავდაპირველად დამწერლობა პიკტოგრაფიული იყო. პიკტოგრამები გამოხატავდნენ მთელ თხრობით კომპოზიციას, ან წარმოადგენდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულ ნახატთა სერიას. პიკტოგრაფიული დამწერლობა მეზოლითისა ან ნეოლითის ეპოქაში შეიქმნა და თავისი წარმოშობით უკავშირდება სახვით ხელოვნებას. პიკტოგრაფიის მეორე სახეობა უძველესი პირობითი ნიშნები ზემო პალეოლითის მიწურულში ან მეზოლითის ეპოქაში აღმოცენდა. მოგვიანებით ამ ნიშანთა დიდი ნაწილი გადავიდა პიკტოგრაფიულ, შემდგომ კი ლოგოგრაფიულ დამწერლობაში. პიკტოგრამებს მხოლოდ უმარტივესი ცნობების გადმოცემა შეეძლოთ. საზოგადოების განვითარებასთან ერთად პიკტოგრაფიული გამოხატულებები იშლებოდა ცალკეულ გამომსახველობით ნიშნებად, რომლებიც სულ უფრო და უფრო სტაბილურნი ხდებოდნენ. ამ პროცესის შედეგად პიკტოგრაფია გარდაიქმნა უფრო სრულქმნილ, მაგრამ რთულ ლოგოგრაფიულ დამწერლობად.
ლოგოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობა
ლოგოგრაფიული (ბერძ. სიტყვიდან logos "სიტყვა" და graphia "წერა") და იდეოგრაფიული (ბერძ. სიტყვიდან idea "ცნება" და graphia "წერა") ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გადმოსცემენ სიტყვებსა და ცნებებს;
ლოგოგრაფიული დამწერლობის უძველესი სისტემები (ეგვიპტური, წინააზიური, წინაინდური, კრიტული, ჩინური) შეიქმნენ ჩვენს ერამდე IV ათასწლეულის მიწურულს - II ათასწლეულის დასაწყისში. წმინდა ლოგოგრაფიული დამწერლობა იშვიათად გვხვდებოდა (ძველი ჩინური, შუმერული). როგორ წესი, ლოგოგრაფიული დამწერლობანი თავიანთი განვითარების ადრინდელ ეტაპზე იყენებდნენ პიკტოგრაფიის ელემენტებს, ხოლო მოგვიანებით - მორფემის, მარცვლოვან ან ბგერით ნიშნებს. ლოგოგრაფიული დამწერლობა მრავალ ნიშანს საჭიროებდა, რის გამოც იგი მხოლოდ მცირერიცხოვან პირთათვის (ქურუმები, სახელმწიფო მოხელეები, მწერლები) იყო ხელმისაწვდომი.
მორფემოგრაფიული დამწერლობა
მორფემოგრაფიული დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავენ მორფემებს; მორფემოგრაფიული დამწერლობის ნიმუშია ჩინური დამწერლობა, რომელიც ლოგოგრაფიიდან მორფემოგრაფიისაკენ განვითარების გზას გვიჩვენებს და განპირობებულია ჩინური ენის თავისებურებებით. ჩინურის უძველესი ძეგლები II ათასწლეულის ნახევრით თარიღდება. თანამედროვე ჩინური დამწერლობა იყენებს 6-8 ათას იეროგლიფს და 214 დეტერმინატივს, რომელიც იეროგლიფებით გადმოცემული ძირების მნიშვნელობათა დასაზუსტებლად იქნა შემოღებული.
მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა
მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავს მარცვალს; ლოგორაფიული დამწერლობიდან მარცვლოვან (სილაბურ) დამწერლობაზე გადავიდა განვითარების გარკვეულ ეტაპზე წინააზიური დამწერლობა. მისი უძველესი ძეგლები შუმერებს მოეპოვებათ და თარიღდება ძვ. წ. აღ.-ის IV ათასწლეულის II ნახევრით. უკვე III ათასწლეულის დასაწყისში ზოგი ერთმარცვლოვანი ლოგოგრამა გამოიყენება მარცვლის გამომხატველ ნიშნად. III ათასწლეულის მეორე ნახევრისათვის დამწერლობანი ტრანსფორმაციას განიცდიან - დამწერლობა გადადის ლურსმნული ნიშნების კომბინაციაზე, რაც საწერი მასალის - თიხის გამოყენებით იყო განპირობებული.
მნიშვნელობით ლოგოგრაფიულ-სილაბური და ფორმით ლურსმნული იყო წინა და მცირე აზიის დამწერლობათა უმრავლესობა, რომლებიც სათავეს შუმერულიდან იღებენ: ელამური - ჩვ. ერამდე III ათასწლეული; უძველესი აქადური - ჩვ. ერამდე III ათასწლეული; ასურულ-ბაბილონური - III - I ათასწლეული ჩვ. ერამდე; ხეთური ლურსმნული - ჩვ. ერამდე II ათასწლეული (ძვ წ. აღ-ის 8 საუკუნემდე იყენებდნენ იეროგლიფურ დამწერლობასაც); ურარტული - 9-6 საუკუნეები ჩვ. ერამდე;
ბგერითი დამწერლობა
ბგერითი დამწერლობის განვითარება დაიწყო კონსონანტური სისტემების წარმოქმნით. თანხმოვანთა აღმნიშვნელი ერთეულები პირველად გაჩნდა ეგვიპტურ დამწერლობაში. დამწერლობის პირველი თანმიმდევრული თანხმოვნური სისტემა შექმნეს ფინიკიელებმა, უგარითელებმა და სხვა დასავლურ სემიტურმა ხალხებმა ჩვ. ერამდე II ათასწლეულში. ფინიკიური ანბანი საფუძვლად დაედო თითქმის ყველა ბგერით დამწერლობას. იგი შეიცავდა თანხმოვანთა აღმნიშვნელ 22 გრაფემას, რომლებიც გარკვეული რიგის მიხედვით იყვნენ დალაგებული. წერის მიმართულება იყო მარჯვნიდან მარცხნივ.ბგერითი (ფონეტიკური), ანუ ანბანური დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავენ ფონემებს ან ალოფონებს; ეს უკანასკნელი ტიპი, თავის მხრივ, იყოფა ორ ჯგუფად: ა) კონსონანტური ტიპის დამწერლობის გრაფემები მხოლოდ თანხმოვან ფონემებს გამოხატავენ; ბ) კონსონანტურ-ვოკალისებული ტიპის დამწერლობის გრაფემები გამოხატავენ როგორც თანხმოვან, ისე ხმოვან ფონემებს.
ფინიკიური ანბანის საფუძველზე აღმოსავლეთში შეიქმნა არამეული დამწერლობა, რომელმაც თავის მხრივ საფუძველი დაუდო აზიის ყველა კონსონანტურ და ზოგ სხვა სისტემებს, ხოლო დასავლეთში ფინიკიური ანბანის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბერძნული ანბანი, რომლისგანაც მომდინარეობს თითქმის ყველა კონსონანტურ-ვოკალიზებული ანბანური სისტემები.
აღმოსავლური დამწერლობის სისტემები ქმნიან ოთხ ჯგუფს: ებრაული, სირიული, ირანული და არაბული. მათი განვითარება დაკავშირებული იყო იუდაიზმთან (ებრაული), აღმოსავლურ ქრისტიანობასთან (სირიული), ზოროასტრიზმთან (ირანული) და მუსლიმანობასთან (არაბული).
დასავლური დამწერლობის სისტემები მომდინარეობენ ბერძნული ანბანიდან: ჩვ. ერამდე I ათასწლეულში შეიქმნა მის საფუძველზე ეტრუსკული და ლათინური დამწერლობანი, ხოლო II-III საუკუნეებში - კოპტური დამწერლობა. ბიზანტიური ბერძნული დაედო საფუძვლად თანამედროვე ბერძნულ, ქართულ, გოთურ, სლავურ, სომხურ და სხვა დამწერლობებს.